გიტანას ნაუსედა - ერთი წლის წინ რუსეთმა დაიწყო სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, მოძმე უკრაინელებო, ლიეტუვა ბოლომდე თქვენთან არის, თქვენს გამარჯვებამდე
გიტანას ნაუსედა - ერთი წლის წინ რუსეთმა დაიწყო სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, მოძმე უკრაინელებო, ლიეტუვა ბოლომდე თქვენთან არის, თქვენს გამარჯვებამდე

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ერთი წლის წინ მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა. რუსეთმა დაიწყო სასტიკი ომი სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ. ის, რაც მათ ჩაიდინეს, არასდროს ეპატიებათ და არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ერთი წლის შემდეგ, უკრაინა განაგრძობს გმირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის. მოძმე უკრაინელებო, ლიეტუვა ბოლომდე თქვენთან არის, თქვენს გამარჯვებამდე“, – წერს ნაუსედა სოციალურ ქსელში.