გიტანას ნაუსედა – ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების კანონიერ მფლობელად
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ილონ მასკის ეხმაურება.
„ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების კანონიერ მფლობელად. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს მტკიცებით, ამას მხარი დაუჭირეს. უბრალოდ ვამბობ“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.
მანამდე, „ტვიტერში“ SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა დადო გამოკითხვა, უნდა გადაწყვიტონ თუ არა დონბასსა და ყირიმში მცხოვრებლებმა, არიან ისინი რუსეთის ნაწილი თუ უკრაინის.
მოგვიანებით, ილონ მასკს უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერში“ დაწერა: „რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას თუ რუსეთს?“
Dear @elonmusk, when someone tries to steal the wheels of your Tesla, it doesn’t make them legal owner of the car or of the wheels. Even though they claim both voted in favor of it. Just saying. https://t.co/0eEjCydqu1
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) October 3, 2022