ვოლოდიმირ ზელენსკი – რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას თუ რუსეთს?
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ გამოკითხვას აწარმოებს, რომელი ილონ მასკი უფრო მოსწონს მოსახლეობას, ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას თუ რუსეთს?
Which @elonmusk do you like more?
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 3, 2022
ცოტა ხნის SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა „ტვიტერში“ რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით „დიახ“ და „არა“ ხმის მიცემის ფუნქციით, გამოკითხვა დადო და შემდეგი პუნქტები ჩამოთვალა:
„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
– ანექსირებულ რეგიონებში არჩევნების თავიდან ჩატარება გაერო-ს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნება იქნება.
– ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
– ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
– უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – წერს მასკი.
Ukraine-Russia Peace:
– Redo elections of annexed regions under UN supervision. Russia leaves if that is will of the people.
– Crimea formally part of Russia, as it has been since 1783 (until Khrushchev’s mistake).
– Water supply to Crimea assured.
– Ukraine remains neutral.
— Elon Musk (@elonmusk) October 3, 2022