გიტანას ნაუსედა – ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს

13:09, 15.07.2026

ლიეტუვას აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს.

მისივე თქმით, საფრთხის გამო ქვეყნის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ობიექტების გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.

ნაუსედამ საინფორმაციო სააგენტო BNS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია, როდის ან სად არის დაგეგმილი თავდასხმები.

„ჩვენ გვაქვს ასეთი სიგნალები, რომლებსაც ჩვენი სადაზვერვო სამსახურებიდან ვიღებთ. ისინი ნათლად არ ასახელებენ ადგილს ან დროს, რადგან მოწინააღმდეგეს ჯერ არ დაუსრულებია მისი დაგეგმვა. ჩვენ მხოლოდ გეგმის ან მიზნის შესახებ ვიცით. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა საშუალება, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფიზიკურ დაზიანებას. ყველაფერი, რაც ამ ობიექტების ფუნქციონირებას შეაჩერებს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მსგავსი