გიტანას ნაუსედა – ჩემი ქვეყანა აშშ-ს სოლიდარობას უცხადებს, აშკარაა, რომ ირანში ომი ჩვენი ომიცაა, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, თუკი შეერთებული შტატებისგან სოლიდარობას ველოდებით

16:14, 08.07.2026

აშშ-ირანის ომი ჩვენი ომიცაა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა და მხარი დაუჭირა აშშ-ის ძალისხმევას, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან არიდებისკენ არის მიმართული.

ნაუსედას განცხადებით, მხარეებს შორის კონფლიქტი ლიეტუვის უსაფრთხოების ინტერესებსაც ეხება. მისივე თქმით, ლიეტუვა შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის რისკით.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ ახლო აღმოსავლეთში კრიზისის შემდგომი ესკალაციით, მაგრამ ამავდროულად გვესმის, რომ ირანში ბირთვული იარაღის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. ამიტომ ჩემი ქვეყანა აშშ-ს სოლიდარობას უცხადებს. სრულიად აშკარაა, რომ ეს ჩვენი კონფლიქტია, ჩვენი ომიცაა და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, თუკი შეერთებული შტატებისგან ველოდებით სოლიდარობას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, ივნისის დასაწყისში, ქვეყნის ეროვნული თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ სეიმმა ნება დართო 40-მდე ლიეტუველი სამხედრო მოსამსახურისა და თავდაცვის სფეროს სამოქალაქო თანამშრომლის გაგზავნას საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას.

მსგავსი