გიტანას ნაუსედა - ბელარუსის მხრიდან ევგენი პრიგოჟინის მიღების შემთხვევაში, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება
გიტანას ნაუსედა - ბელარუსის მხრიდან ევგენი პრიგოჟინის მიღების შემთხვევაში, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ბელარუსის მხრიდან „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიღების შემთხვევაში, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება. ამის შესახებ ნაუსედამ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა, სადაც კრემლის წინააღმდეგ „ვაგნერის“ ამბოხი განიხილებოდა.

„თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსიაში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი განზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, – აღნიშნა ნაუსედამ.

მისივე თქმით, ლიეტუვა უფრო მეტ სადაზვერვო შესაძლებლობებს დაუთმობს „ბელარუსის პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტების“ შეფასებას.