გიტანას ნაუსედა – ალექსეი ნავალნი კრემლის სისასტიკემ მოკლა და ამის მიზანია ნებისმიერ ფასად ოპოზიციის გაჩუმება, რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს
ალექსეი ნავალნი კრემლის სისასტიკემ მოკლა და ამის მიზანია ნებისმიერ ფასად ოპოზიციის გაჩუმება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა წერს.
ნაუსედას თქმით, რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე.
„ალექსეი ნავალნი არ გარდაცვლილა ციხეში, ის კრემლის სისასტიკემ მოკლა და ამის მიზანია ნებისმიერ ფასად ოპოზიციის გაჩუმება. რუსეთის რეჟიმს უნდა დაეკისროს შედეგები. მან პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე“, – წერს ნაუსედა.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო. ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
Alexei Navalny didn’t die in prison, he was killed by the Kremlin’s brutality and its aim to silence the opposition at any cost.
Russia’s regime must face consequences. It must be brought to justice.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) February 16, 2024