გიტანას ნაუსედა - სამიტის მოახლოების კვალდაკვალ აუცილებელია ისეთი მექანიზმების მოძიება, რომლებიც უკრაინას ნატო-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრირების საშუალებას მისცემს
გიტანას ნაუსედა - სამიტის მოახლოების კვალდაკვალ აუცილებელია ისეთი მექანიზმების მოძიება, რომლებიც უკრაინას ნატო-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრირების საშუალებას მისცემს

ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ვილნიუსის ნატო-ს სამიტის მოახლოების კვალდაკვალ აუცილებელია ისეთი მექანიზმების მოძიება, რომლებიც უკრაინას ნატო-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრირების საშუალებას მისცემს.

„ნატო-ს ღია კარის შესახებ გადაღეჭილი ფრაზების გამეორების ნაცვლად, გვჭირდება, ვიპოვოთ კონკრეტული მექანიზმები ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, უარი ითქვას იმ მოსაზრებაზე, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ტვრითად დააწვება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ნაუსედას განცხადებით, ნატო-ში უკრაინის მიღება ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს, რადგანაც უკრაინას ეყოლება არმია, რომელსაც, სხვა ევროპული ქვეყნის არმიებთან შედარებით, ყველაზე მდიდარი გამოცდილება ექნება.

„ვფიქრობ, ჩვენს ინტერსებშია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს დისკუსიებში“, – განაცხადა ნაუსედამ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის მიწვევა უკვე მიიღო. სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.