„გირჩმა“ მედიატორების მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა
„გირჩმა“ მედიატორების მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

„გირჩმა“ მედიატორების მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„გირჩის“ წევრებმა – სანდრო რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი ფეისბუქლაივის დროს მოაწერეს.

„ჩემი აზრით, ხელი მოსაწერია. გუშინ განცხადებაში იყო ასეთი რამ, რაც, ჩემი აზრით, მხარდასაჭერია, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებაო, ანუ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს თავიანთი წინადადება. ვფიქრობ, იმ 60-მა კაცმა, თუ რამდენიცაა დარჩენილი, მართლა სათითაოდ უნდა გადაწყვიტოს, სურთ შეთანხმება და ამ ხალხის გვერდით დგომა, თუ უნდათ, ფეხებზე დაიკიდონ ეს ხალხი და საერთოდ ყველაფერი. მოდით, ჩვენ მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია და ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ. ჩვენ მოვაწერეთ ხელი, თქვენც შეგიძლიათ, მოგვბაძოთ“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ამასთან, „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მისვლას აპირებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს. შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

გირჩის სამმა დეპუტატმა – Alexander Rakviashvili, Iago Khvichia და Vakhtang Megrelishvili დღეს, ჩვენი ფეიჯის ლაივში ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

Posted by გირჩი • Girchi on Monday, April 19, 2021