„გირჩის” წევრებმა სუს-თან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს
„გირჩის” წევრებმა სუს-თან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

„გირჩის“ წევრებმა სუს-თან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გამართეს, ლოზუნგით „საქართველო არ გაისუსება“.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებას ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას არ გამოიყენონ ძალა და არ მოხდეს აქტივისტების დაკავება.

„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, სამოქალაქო პროცესს, რომელიც დაწყებულია ქვეყანაში, ხელი არ შეუშალონ და ძალადობაზე არ გადავიდნენ. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ხოლო აქცია სიმბოლურია სუს-ის შენობის წინ. შესაძლებელია, შსს-სთანაც დაიგეგმოს მსგავსი აქტივობები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია, ამით ლეგიტიმაცია დაკარგა. თავიდანვე, პროცესების დასაწყისში გავუგზავნოთ გზავნილი – არა ძალადობას“, – აცხადებს მოძრაობა „გირჩის“ წევრი თენგო კირთაძე.