„გირჩის” საპარლამენტო გუნდი „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს
„გირჩის” საპარლამენტო გუნდი „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს

„გირჩის” საპარლამენტო გუნდი „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. როგორც საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან შემოთავაზებული იყო პრინციპი, თუ როგორ შეიძლება, კანონპროექტზე მუშაობა.

„ამ პრინციპს ვეთანხმები. შეთანხმება იყო, რომ მეორე მოსმენისას იქნება გაზიარებული. მხარს ვუჭერ კანონპროექტს პირველი მოსმენით და მეორე მოსმენისთვის „ქართული ოცნების” მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ვერსიის გათვალისწინებას დაველოდებით. შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაში არ არის დაზარალებულების თანხმობა საჭირო. ეს ახალი კონფლიქტის გამჩენია და არა შემრიგებლური. ვეთანხმებით, პარლამენტის თავმჯდომარის პრინციპს, რადგან შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯია. პირველ მოსმენაზე პრინციპების დონეზე, შერიგებისკენ მიდრეკილ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ. როგორც ჩანს, „ლელო” სპეციფიკური პარტიაა, სპეციფიკური ახალშემომატებული წევრებით. მგონი, ჯერ მათ დალაგება სჭირდებათ. დღეს, „ლელო” განხილვის გადადებას ითხოვდა და გადადების შემთხვევაში, პირობითად, შეთავაზება თუ აისახებოდა კანონპროექტში, მათ ჩამოყალიბებული პოზიცია მაინც არ ჰქონდათ, მხარს დაუჭერდნენ თუ არა”, – განაცხადა ხვიჩიამ.

არლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მხარეებს შესთავაზა, „ქართული ოცნების“ კანონპროექტიდან ამოვიდეს ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით იმის მხრიდან, ვის მიმართაც ვრცელდება, ხოლო ოპოზიციის ვერსიიდან დაზარალებულის თანხმობა აღარ იყოს საჭირო პირის ამნისტირებისას.