„გირჩის“ ოფისში პარტიის ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა
„გირჩის“ ოფისში პარტიის ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

„გირჩის“ ოფისში პარტიის ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, ონლაინპლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს, ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში.

მისივე თქმით, პლატფორმის ფუნქციონირება სრულად ეფუძნება გირჩის ციფრულ ვალუტას, ე.წ. ჯორჯიან დოლარს (GED).

როგორც „გირჩის“ ლიდერმა განაცხადა, GED არის ვირტუალური ციფრული ფული, რომლის დაგროვებაც შესაძლებელია უშუალოდ „გირჩისთვის“ გაწეული ფინანსური კონტრიბუციით. დაგროვებული GED-ების გამოყენება შესაძლებელია „გირჩის“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის შიგნით, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირების პროცესში.