„გირჩის“ ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს [ფოტო]
„გირჩის“ ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს [ფოტო]

„გირჩის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ.

მათი თქმით, საუბარი შეეხება რეფორმებს, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მართლმსაჯულების სისტემაში განახორციელებენ.

„დღევანდელი შეკრება „გირჩის“ ოფისში ეძღვნება ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, რომელიც არის გადასაჭრელი ამ ქვეყანაში და რომელიც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა, იმ ხელისუფლების ჩათვლით, რომლის ნაწილიც მე გახლდით და რომელიც კიდევ უფრო დაამძიმა ივანიშვილმა კორუფციით და უტიფარი საქციელით, ვგულისხმობ სასამართლოს დამოუკიდებლობას. უნდა გვქონდეს კონკრეტული ხედვა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან ივანიშვილის ჩამოცილების შემდეგ. ერთი შეხვედრა ასეთ სერიოზულ საკითხებს არ ყოფნის, არც ორი, არც სამი. იმიტომ ვიწყებთ ახლა და ამიტომ არის „გირჩის“ ინიციატივა სწორი და დროული, რომ ამ ყველაფერზე მუშაობას სჭირდება სერიოზული განხილვა. როცა შეიცვლება ხელისუფლება, შემდეგ არ უნდა დაიწყოს ფიქრი”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „გირჩის“ ინიციატივით ახალ ფორმატში დისკუსია პირველად 27 იანვარს გაიმართა.

დატოვე კომენტარი