„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტორესა მოსი პარტიას ტოვებს
„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტორესა მოსი პარტიას ტოვებს

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტორესა მოსი პარტიას ტოვებს.

ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მოკლედ, ასეთი ამბავია, მე გადავწყვიტე გაურკვეველი ვადით ჩემი დღის წესრიგიდან გაქრეს მიმდინარე ლოკალური პოლიტიკური ვნებათაღელვები. მინდა, რომ ჩემ ძირითად საქმიანობას დავუთმო მეტი დრო, ენერგია და ჩემი გონება უფრო გლობალური მოვლენებისკენ მივმართო. წარმატებას ვუსურვებ ყველას თავის ბრძოლაში, რადგან მჯერა, რომ სამყარო უნივერსალური ბალანსია, სადაც ყველას ჰარმონიული თანაარსებობა შესაძლებელია.

ამით სრულდება ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი და იწყება ახალი, პერიოდულად სხვადასხვა ფორმით გაგაგებინებთ ამ ახალი მოგზაურობის დეტალებს.

P.S. ამ თემაზე დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებ მედიასთან, ზოგადად პოლიტიკურ თემებზე აღარ ვაპირებ ლაპარაკს. ხელოვნებაზე ვილაპარაკებ რამდენსაც გინდათ და სადაც გინდათ“, – წერს ტორესა მოსი.

აღნიშნული პოსტი მან ას შემდეგ დაწერა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.

ამასთან, ტორესა მოსიმ რადენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „გირჩში“ არსებობს კრიზისი, რომელიც აღარ იმალება და, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის პირადი პასუხისმგებლობაა.