„გირჩი“ თელავში დაგეგმილ აქციას არ უერთდება
„გირჩი“ თელავში დაგეგმილ აქციას არ უერთდება

„გირჩი“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში ხვალ დაგეგმილ აქციას არ უერთდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, შეკრებისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, თუმცა აქცია დესტაბილიზაციის მცდელობაში არ უნდა გადაიზარდოს.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია არ უერთდება ამ აქციას. ოპოზიციას კი, შეკრებისა და გამოხატვის უფლება აქვს. ვიმედოვნებ, აქციის მიზანი დაპირისპირება არ არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ  პირველი პირის ადმინისტრაცია არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სასახლე ქუთაისში უნდა იყოს“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

თელავში ხვალ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ამევ დღეს თელავში გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს.