„გირჩი“ საკუთარი ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, მათმა კანდიდატმა მთაწმინდაზე 15.86 პროცენტი მიიღო
„გირჩი“ საკუთარი ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, მათმა კანდიდატმა მთაწმინდაზე 15.86 პროცენტი მიიღო

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ საკუთარი ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების თანახმად, მთაწმინდის ოლქის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში „გირჩის“ კანდიდატმა 15.86 პროცენტი აიღო.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი ჰერმან საბო აცხადებს, რადგან კვლევა პროფესიონალურ დონეზე არ არის შესრულებული, არ უნდათ ის სპეკულაციის საგანი გახდეს, ამიტომ მხოლოდ საკუთარ მონაცემს აცხადებენ.

მისივე თქმით, „გირჩის“ ეგზიტპოლის თანახმად, პირველ ტურში გამარჯვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა, ხოლო მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე გადავიდნენ.

„ეგზიტპოლი პროფესიონალურ დონეზე არ არის შესრულებული. არ გვქონია რამე განსაკუთრებული მეთოდოლოგია და წინასწარვე მინდა, ვთქვა, რომ ეს პროცენტი შეიძლება, აცდენილი იყოს. ისიც არ ვიცით, რამდენპროცენტიანი აცდენა შეიძლება, იყოს. თუ ეს რეალური პროცენტია, მაშინ „გირჩმა“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გააორმაგა ამომრჩევლების რაოდენობა. პირველი ტური ვერავინ მოუგო, ხოლო მეორე ტურში ბატონი შავგულიძე და კახაძე გადავიდნენ. ვულოცავ გადასვლას. სულ 1700-მდე ადამიანი გამოვკითხეთ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.