„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა საქალაქო სასამართლოს წინ კანაფის ნერგები მიიტანა
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა საქალაქო სასამართლოს წინ კანაფის ნერგები მიიტანა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“  წევრმა, ბადრი გრიგალაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ კანაფის ნერგები მიიტანა.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“  წევრების თქმით, ამ ფორმით გიორგი სლოევის დაკავება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, გიორგი სლოევს გამოძიება სწორედ ორი ძირი კანაფის დათესვას ედავება.

„სრულიად უდანაშაულო ადამიანი ზის, სხვისი ორი ძირი კანაფის კულტივაციის ბრალდებით, რეალურად არაფერი დაუშავებია. საკონსტიტუციო სასამართლომ ლეგალურად ცნო ამ მცენარის მოხმარება და ამის გაზრდისთვის ადამიანებს 12 წლით ვიმეტებთ ციხისთვის. გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ეს არის უსამართლობა. დაახლოებით 3 თვის წინ დააკავეს. გამოძიებაში უამრავი ლაფსუსია “, – განაცხადა ბადრი გრიგალაშვილმა.

სასამართლოსთან პერფორმანსის დროს საპატრული პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. სამართალდამცველებმა კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს და საქმეზე ადმინისტრაციული წესით გამოძიება დაიწყო.

დატოვე კომენტარი