გიორგობის დღესასწაულზე თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში​ წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებთან მისვლა მომლოცველებს ფეხით შეეძლებათ
გიორგობის დღესასწაულზე თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში​ წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებთან მისვლა მომლოცველებს ფეხით შეეძლებათ

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელისუფლებამ იმერეთში, თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებთან მისასვლელი გზები ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ჩაკეტა. საუბარია გოგნის სალოცავსა და სამტრედიაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ადგილზე მოწყობილია საკონტროლო პუნქტები და სამართალდამცველები ავტომობილებს არ ატარებენ. მომლოცველებს ტაძრამდე მისვლა ფეხით შეუძლიათ.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხმრავლობა, თუმცა ხალხის ნაკადი არ შეინიშნება და მხოლოდ ერთეული მოქალაქეები არიან ტაძარში ფეხით ასული“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დატოვე კომენტარი