გიორგობის დღესასწაულზე პატრიარქი წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს
გიორგობის დღესასწაულზე პატრიარქი წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

„გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად წირვა-ლოცვას აღავლენენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში.

ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, ხოლო წირვა, – 10:00 საათზე.

წირვაზე ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი და მადლის ქვა.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 14 წლის წინ გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი