გიორგი ზარიამ ყაზახეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-3 ტურში თავი გამოიჩინა გია ჩადუნელმა, რომელმაც „ატირაუში“ საგოლე გადაცემა შეასრულა „ოკჟეტპესთან“ გასვლაზე წაგებულ (1:2) შეხვედრაში. „ატირაუს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს ზაზა ციცქიშვილმა და გიორგი გადრანმა, გიორგი ნიქაბაძე განაცხადში არ იყო, ხოლო ჩადუნელმა მე-60 წუთზე გადრანი შეცვალა.
ზურაბ თევზაძის „ჟენისმა“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ცოტნე მოსიაშვილის კოსტანაიას „ტობოლს“. მატჩი უგოლოდ დასრულდა 0:0. ორივე ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ასევე დაასრულა „ულიტაუს“ შეხვედრა, რომელიც „ჟეტისუს“ გასვლაზე დაუზავდა – ბექა ვაჩიბერაძემ სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა.
ტური ყველაზე წარმატებული გიორგი ზარიასთვის გამოდგა, რომელმაც ალმატის „კაირატში“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, ლუკა იმნაძის „ორდაბასთან“ დუბლი შეასრულა და გუნდის დამაჯერებელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა 4:0.
ზარიამ ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩში მე-9 წუთზე შორეულ დარტყმით ანგარიში გახსნა და ეფექტური გოლის ავტორი გახდა. შესვენებამდე (45+2) კი პენალტი გამოიყენა, 71-ე წუთზე კი შეცვალეს. გადრანს ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო რაც შეეხება იმნაძეს, სტუმართა რიგებში მან 63-ე წუთამდე ითამაშა.