გიორგი ყრუაშვილმა ევროპალიგაზე იმსაჯა, კონფერენსლიგაზე ქართველების გუნდები დამარცხდნენ #1TVSPORT

09:54, 07.08.2026

კონფერენსლიგის კვალიფიკაციაში ლუკა გადრანისბეითარმა“ ვენის „აუსტრიას“ რუმინეთის ქალაქ პლოიეშტში უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. გადრანი სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედა“ ნიდერლანდებში „ტვენტესთან“ ვერაფერს გახდა და 0:6 წააგო. ორივე ქართველი ლეგიონერი სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ათამაშეს.

კონფერენსლიგაზე ორივე წყვილის საპასუხო მატჩები 13 აგვისტოს გაიმართება – იერუსალიმის „ბეითარი“ „აუსტარიას“ ვენაში ესტუმრება, ხოლო „დუნაისკა სტრედა“ „ტვენტეს“ სლოვაკეთში უმასპინძლებს.

ევროპალიგის შეხვედრა განსაჯეს ქართველმა არბიტრებმა – გიორგი ყრუაშვილი უეფამ შვეიცარული „თუნისა“ და ისლანდიური „ვიკინგურის“ შეხვედრაზე მიავლინა. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი უწევდნენ. მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იყო, ხოლო ვიდეორეფერის ასისტენტად ალეკო აფციაურმა იმუშავა.

თუნმა“ 3:0 მოიგო. გიორგი ყრუაშვილმა ყვითელი ბარათი ოთხჯერ გამოიყენა, მათ შორის ორჯერ – ფეხბურთელთა არასპორტული საქციელის გამო.

მსგავსი