გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანომ“ მოიგო, გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ „რომასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

23:41, 31.10.2026

იტალიის სერია A-ში გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზემ“ ერთ-ერთ ლიდერ „რომას“ უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი იწვნია – 2:5.

რომაელებმა პირველი ტაიმი 4:0 მოიგეს და შეხვედრის დარჩენილი ნაწილი ფორმალობად აქციეს. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა და შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ გატანა შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა ხელი შეუშალა.

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი წიტაიშვილი ამჯერად არ იყო „რაიო ვალეკანოს“ ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც ვიგოს „სელტას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა მწვრთნელმა მოედანზე შესვენების შემდეგ შეუშვა.

მსგავსი