გიორგი წიტაიშვილი – მომდევნო მატჩებში კიდევ უკეთესად დაინახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია #1TVSPORT

22:47, 28.09.2026

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ფრედ (0:0) იამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი წიტაიშვილმა მიქს-ზონაში პირველ არხთან ისაუბრა:

„უკრაინა ძალიან კარგი გუნდია. იმის გათვალისწინებით, რომ არ გვქონდა დრო ახალ მწვრთნელთან ერთად სრულყოფილად მოსამზადებლად, კარგი მატჩი ჩავატარეთ. გვქონდა საგოლე მომენტები. დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში კიდევ უკეთესად დაინახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია.

რაც ბოლო თამაშებზე გვაკლდა, დღეს გამოჩნდა: ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთმანეთის გვერდში ვართ და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით“.

მსგავსი