გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალ გუნდში გადავა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კიევის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და 2018 წლიდან მთავარი გუნდის მოთამაშედ ითვლებოდა. მაგრამ იჯარით რამდენიმე გუნდი შეიცვალა – „ვორსკლა“, „ჩორნომორეცი“, „ვისლა“, „ლეხი“, ბათუმის „დინამო“, „გრანადა“, ბოლოს კი ფრანგულ „მეცში“ გამოდიოდა.

გიორგი წიტაიშვილს „დინამოსთან“ კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება, ახლის გაფორმება კი არ სურს და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

წიტაიშვილმა უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, 2019 წელს კი 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ფინალში სამხრეთ კორეასთან (3:1) გოლი გაიტანა. 2021 წლიდან კი გიორგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოდის.

წყაროს ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა, შესაძლოა, ესპანეთში გააგრძელოს, რადგან მისით „ვილიარეალი“ დაინტერესდა, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს.