გიორგი ვოლსკი - სენატის მიერ მიღებულმა დოკუმენტმა კიდევ ერთხელ გადაასხა ცივი წყალი მათ, ვინც საქართველოსთვის პრობლემის შექმნას ცდილობს
გიორგი ვოლსკი - სენატის მიერ მიღებულმა დოკუმენტმა კიდევ ერთხელ გადაასხა ცივი წყალი მათ, ვინც საქართველოსთვის პრობლემის შექმნას ცდილობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, როგორც სენატში, ასევე კონგრესში მიღებულია დოკუმენტი, რომელმაც კიდევ ერთხელ ცივი წყალი გადაასხა ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ როგორმე რაღაც პრობლემა შეუქმნას საქართველოს, მათ შორის, კონგრესმენების თუ სენატორების მეშვეობით.

გია ვოლსკი აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა, სადაც კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოსადმი მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა.

მისივე თქმით, მეორე ცივი წყალის გადასხმა იყო, როცა გამოქვეყნდა მონაცემები კრიმინოგენური მდგომარეობის თაობაზე.

„საქართველომ მდგომარეობა ამ თვალსაზრისით 50 პუნქტით გაიუმჯობესა და ევროპის განვითარებულ ქვეყანათა შორის მე-15 ადგილზეა. ეს ის რეალობაა, რასაც დღეს ვუყურებთ და სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება განცხადებები – თუნდაც, გომელაურის წინააღმდეგ, თუნდაც, თითქოს უხარისხო გამოძიების საკითხებთან დაკავშირებით. იგივე სიტუაციაა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს აშშ- სა და საქართველოს ურთიერთობის კონკრეტულ ინდიკანციებზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.