გიორგი ვოლსკი „პატრიოტთა ალიანსს“ მიმართავს - მუდმივად ჩვენი ამორჩევა, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არის არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
გიორგი ვოლსკი „პატრიოტთა ალიანსს“ მიმართავს - მუდმივად ჩვენი ამორჩევა, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არის არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

მუდმივად ჩვენი ამორჩევა, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არის არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

„არასდროს ავყოლილვარ ცდუნებას, რომ მეპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ გამოსვლებისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში, არის რაღაც ენერგია ისეთი, რომელიც გათვლილია საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყურადღების მიქცევაზე. მე არ მახსოვს გამოსვლა, სადაც  შეტევის მთავარი სამიზნე არ იყოს „ქართული ოცნება“, ხელისუფლება, პოლიტიკური ძალა და ერთი საკმაოდ მოუმზადებელი, სამართლებრივად გაუმართავი რეზოლუცია  არის საფრიალო მთავარი დოკუმენტი, რომ შევაფასოთ სააკაშვილი-ბოკერიას ხელისუფლების პერიოდი. შეფასებულიც არის, უამრავი ხალხი გასამართლებულია, ბევრი გაქცეულია და ბევრი კიდევ იხდის სასჯელს. ამაში კარგი არაფერი არ არის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვთქვათ დაუდგა ყველა თავდებში ბატონ მელიას. არც ეგ არის სასიამოვნო თემა მოსაგონებლად, მაგრამ რეალობა ხომ ეს არის.

ასეთი ბრტყელ-ბრტყელი, მაღალ-მაღალი განცხადებების გაკეთება, მით უმეტეს, მუდმივად ამორჩევა ჩვენი, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არის არასწორი და არის შეცდომაში შეყვანა საზოგადოების“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ, განაცხადა:, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანებს მთავარი რამ დაუკარგეთ და წაართვით – სამართლიანობისადმი ისეთი აბსურდული გარემო, როგორიც ამ პარლამენტშია, არა მგონია, სადმე დედამიწის ზურგზე იყოს. აგერ, ზონდერი ბასიშვილი მიზის წინა სავარძელზე და ვითომც არაფერი. ეს ხომ თქვენი სტილია, რა მოხდა. ყველას მოგიწოდებთ, პრემიერსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც და უმრავლესობის წევრებსაც, როდესაც ლაპარაკობთ ზოგადად ოპოზიციაზე, დააკონკრეტეთ პარტიები“.