გიორგი ვოლსკი პარლამენტთაშორისი ასამბლეის გენერალურ მდივანს, მარტინ ჩუნგონგს შეხვდა
გიორგი ვოლსკი პარლამენტთაშორისი ასამბლეის გენერალურ მდივანს, მარტინ ჩუნგონგს შეხვდა

ბელგრადში, პარლამენტთაშორისი ასამბლეის (IPU) ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, IPU-ს გენერალურ მდივან მარტინ ჩუნგონგთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, მომავალ წელს, თბილისში, ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალური კონფერენციის გამართვის დეტალები განიხილეს.

გენერალური მდივნის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოსადმი საერთაშორისო ნდობას და საგანგებო როლს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი და სერბეთის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებული ილია კობერიძე.