გიორგი ვოლსკი გაერო-ს რეზოლუციაზე - გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა, რაც საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პოზიტივია
გიორგი ვოლსკი გაერო-ს რეზოლუციაზე - გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა, რაც საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პოზიტივია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერა სერიოზული პოლიტიკური პოზიტივია.

„ამ რეზოლუციის მთავარი ამოცანაა მსოფლიოს პოლიტიკური დამოკიდებულების მობილიზება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. რასაკვირველია, რეზოლუცია ჰუმანიტარული შინაარსისაა, მაგრამ ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.