გიორგი ვოლსკი - ფაქტია, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები თბილისში ტურისტებად არ არიან ჩამოსული
ფაქტია, რომ ეს ადამიანები აქ ტურისტებად არ არიან ჩამოსულები,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ უკრაინის მოქალაქეების დაკავების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულები იარაღით იყვნენ აღჭურვილი და საქართველოში მათი ჩამოსვლა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ მიტინგებს უკავშირდება.
„ფაქტია, რომ დაკავებულები არიან ადამიანები, ვინც აქ ტურისტებად არ არიან ჩამოსულები. ესენი არიან სპეციალურად წვრთნაგავლილი ადამიანები, მებრძოლები და შესაბამისი იარაღით და მასალებით არიან დაკავებულები. მიმაჩნია, რომ ამ თემაზე შსს-მ და უსაფრთხოებამ უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადება. მე ვფიქრობ, რომ მათი ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ მიტინგებთან, რომლებსაც აანონსებს სააკაშვილი“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.