გიორგი ვოლსკი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა
გიორგი ვოლსკი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის „ასტრაზენეკას“ (​AstraZeneca) ვაქცინით აიცრა.

ვაქცინაციის პროცესი სპეციალური პროტოკოლის სრული დაცვით განხორციელდა და ვაქცინის გაკეთებამდე, გიორგი ვოლსკიმ თერაპევტის კონსულტაცია გაიარა. პარლამენტის წევრმა მაღალი პროფესიონალიზმისთვის კლინიკის მედიკოსთა პერსონალს მადლობა გადაუხადა, საზოგადოებას კი დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„კარგად ვგრძნობ თავს და ყველას ვურჩევ, ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც კაცობრიობას ემუქრება, არის „კოვიდის“ საშინელი ვირუსი. აქედან გამომდინარე, ვაქცინაცია ჩვენი ბრძოლის ერთადერთი მეთოდია, ერთადერთი გზა და იარაღი. ნებისმიერი ვაქცინა – იქნება ეს „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ თუ სხვა, რომელიც საქართველოში შემოვა, უნდა იყოს მაღალი დონის და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ შემოწმებული და დარეგისტრირებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კორონავირუსის ვაქცინაცია მეუღლესთან ერთად ჩაიტარა.

დატოვე კომენტარი