გია ვოლსკი - არ შეიძლება, კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე იყოს დამოკიდებული, მით უმეტეს, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან
გია ვოლსკი - არ შეიძლება, კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე იყოს დამოკიდებული, მით უმეტეს, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან

მთავრობას აქვს რესურსი, მართოს სიტუაცია ისე, რომ ყველა შემთხვევაზე არ სჭირდებოდეს პარლამენტის დასტური, მთავრობას უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მოქმედების შესაძლებლობა – ეს არის კანონით განსაზღვრული, რომელიც მიღებულია 2007 წელს,- ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე იყოს დამოკიდებული.

„ჩვენ პრაქტიკულად, ომის პირობებში ვართ. არ შეიძლება ჩამოვკიდოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე, მით უმეტეს, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე იმსჯელეს. აღნიშნული ცვლილებებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

დატოვე კომენტარი