გიორგი ვაშაძე - ვიცნობ ბევრ სენატორს და კონგრესმენს, მარტში აშშ-ში საუბარი გვექნება, რომ ყველა განცხადება უნდა ეხებოდეს „ქართულ ოცნებას“ და არა საქართველოს სახელმწიფოს
გიორგი ვაშაძე - ვიცნობ ბევრ სენატორს და კონგრესმენს, მარტში აშშ-ში საუბარი გვექნება, რომ ყველა განცხადება უნდა ეხებოდეს „ქართულ ოცნებას“ და არა საქართველოს სახელმწიფოს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სენატორების თუ კონგრესმენების ყველა განცხადება „ქართულ ოცნებას“ უნდა ეხებოდეს და არა, საქართველოს სახელმწიფოს.

ვაშაძის თქმით, ის მარტში აშშ-ში ვიზიტს გეგმავს, სადაც შეხვედრებზე ამ საკითხზეც ისაუბრებს.

„როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, მარტივი არ იქნება ამოვქაჩოთ ისევ საქართველოს სტატუსი საერთაშორისო ასპარეზზე. ამას ხომ მარტო კონგრესმენები არ წერენ და კითხულობენ, მთელი მსოფლიო ეცნობა, მთელი რეგიონი კითხულობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიცნობ ბევრ ამ სენატორს და კონგრესმენს, მარტში ვაპირებ ჩასვლას აშშ-ში, სადაც საუბარი გვექნება მთავარ საკითხზე, რომ ყველა ეს განცხადება უნდა ეხებოდეს „ქართულ ოცნებას“ და არა საქართველოს სახელმწიფოს. სანქციები, გადახედვა ურთიერთობისა და ა.შ. უნდა ეხებოდეს მხოლოდ „ოცნებას“ და არავინ სხვას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.