გიორგი ვაშაძე – ვერავინ გაიგო, რატომ წამოხტა კომიტეტის სხდომაზე გია გაჩეჩილაძე
ვერავინ გაიგო, კომიტეტის სხდომაზე რატომ წამოხტა გია გაჩეჩილაძე და რატომ დაიწყო გინება, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, “ქართული ოცნების” ჩხუბი, გინება ყველა შეხვედრაზე რაღაც ახალი სტანდარტია.
“ვერავინ გაიგო, რატომ წამოხტა ეს ადამიანი და რატომ დაიწყო გინება. ეს არის რაღაც ახალი სტანდარტი „ქართული ოცნების“, ჩხუბი, გინება ყველა შეხვედრაზე, რომ როგორმე შეხვედრები ჩაშალონ. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან ხელისუფლებამ დაკარგა საკუთარი სახე. უბრალოდ, შოკში ვიყავი, იმდენად არაადეკვატური სიტუაცია იყო ამ ადამიანის მხრიდან. ვერ გავიგე, რა მოხდა “, – განაცხადა ვაშაძემ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტზე დღეს დაპირისპირება მოხდა.