გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამომრჩევლის ხმების დასაცავად ოპოზიციას კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამომრჩევლის ხმების დასაცავად ოპოზიციას კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს

დღევანდელი დღე არის საერთო ოპოზიციური კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იმისთვის, რომ არ მივცეთ არც ერთი ამომრჩევლის ხმის მოპარვის შესაძლებლობა ამ მართლაც მავნებელ ძალას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლის ხმების დასაცავად გაერთიანებულ ოპოზიციას კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს.

ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა ყველა ის შეთანხმება დაიცვან, რაზეც ხელი მოაწერეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი საერთო მიზანია, დამსხვრეული ოცნებების პარტია, რომელმაც წაგვართვა პერსპექტივა ქვეყანაში, შექმნა საშინელი შიმშილის გარემო, უსაფრთხოდ თავს არ ვგრძნობთ არც ერთ ქვეყანაში, ჩამოვაშოროთ მმართველობას. მათი ერთადერთი იმედი არის, რაღაცნაირად მანიპულაციებით მოიგონ არჩევნები. დღევანდელი დღე არის საერთო ოპოზიციური კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იმისთვის, რომ არ მივცეთ არც ერთი ამომრჩევლის ხმის მოპარვის შესაძლებლობა ამ მართლაც მავნებელ ძალას. აქედან გამომდინარე, გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ის ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რასაც შეხვედრის დასაწყისში თქვენ გეუბნებოდით. სრული მხარდაჭერა არის ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

მივესალმები, რომ პაატა დავითაია უხელმძღვანელებს შტაბს და რაც მთავარია, კოორდინაციას. ამ ხელმოწერისა და შეთანხმების ერთგულებას პოლიტიკაში არასდროს ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს. ვაწერთ ხელს, უნდა შევთანხმდეთ და ყველა შეთანხმება უნდა დავიცვათ, ეს არის, რასაც მოითხოვენ მხარდამჭერები ჩვენგან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი