გიორგი ვაშაძე - სიყალბეში მონაწილეობას აზრი არ აქვს, ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებას მივესალმები
გიორგი ვაშაძე - სიყალბეში მონაწილეობას აზრი არ აქვს, ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებას მივესალმები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიესალმება სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისი თქმით, სიყალბეში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს.

„ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებას მივესალმები. ჩვენც არ ვიღებთ მონაწილეობას. კარგია, რომ სახალხო დამცველსაც ეს პოზიცია აქვს. სიყალბეში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს. სიყალბე თავისი კლანით ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.