გიორგი ვაშაძე - შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს მედიატორებთან, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის
გიორგი ვაშაძე - შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს მედიატორებთან, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის

შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კიდევ მოლაპარაკებებს მედიატორებთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუ არ დათანხმდა „ქართული ოცნება“ რაღაც საკითხებს, ოპოზიცია არ განიხილავს პარლამენტში შესვლას.

„ქართული ოცნების“ მხრიდან საუბარი იყო საპარლამენტო და თვითმმართველობის საარჩევნო სისტემაზე, ეს არ იყო ჩვენი პოზიცია. ისინი ამას განიხილავენ, რათა უფრო მეტი კონკურენცია იყოს არჩევნებზე. ვიდრე საერთო ოპოზიციურ ფორმატში კონკრეტული პოზიციები არ ჩამოყალიბდება, ვიდრე შეთანხმება არ იქნება, პარლამენტში შესვლას არავინ იხილავს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ გუნდთან დაკავშირებით ბინძური კამპანია იყო დღეს. მე დღეს შემიძლია, გარკვეული საკითხები გითხრათ, საუბარია როგორც საპარლამენტო, თვითმმართელობის საარჩევნო სისტემაზე, ასევე საარჩევნო რეფორმებზე. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის“, – განაცხადა ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი