გიორგი ვაშაძე - შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლის საკითხის განხილვა წარმოუდგენელია, ვინ შლის და ვინ არ შლის მოლაპარაკებას, არ ვიცი
გიორგი ვაშაძე - შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლის საკითხის განხილვა წარმოუდგენელია, ვინ შლის და ვინ არ შლის მოლაპარაკებას, არ ვიცი

ოპოზიციაში პოზიციები ყველაფერზე ერთიანი და ერთნაირი არ არის, ვერავინ შეძლებს იმას, რომ თავისი აზრი მოახვიოს სხვას თავს, ჩვენ გვაქვს ჩვენი განრიგი, ყველას აქვს საკუთარი განრიგი, ვინ შლის და ვინ არ შლის, არ ვიცი, საჯაროდ ყველა ამბობს, რომ ყველას უნდა მოლაპარაკება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

კითხვაზე, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძეს პარლამენტში შესვლა სურს და რას გულისხმობდა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა:„ არ ვიცი, რას გულისხმობდა, ალეკო ელისაშვილმა შეიძლება ბევრი რამე თქვას“.

მისივე თქმით, როდესაც შიდა განხილვებია, ყველა საკითხს იხილავენ ღიად და საჯაროდ.

„ჩემი პოზიციები ყველა ვერსიის სასარგებლოდ ან უარყოფისთვის არ დამიმალავს არც ერთისთვის. მეორე, რომ არასწორი მგონია, რასაც ჩვენ შიდა დისკუსიებზე ვსაუბრობთ, ეს გარეთ გამოვიტანოთ და ამაზე ვისაუბროთ, ეს არასწორია. ვინც რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომ შევიდეს ან არ შევიდეს პარლამენტში, მაგრამ მე თავიდანვე არაერთხელ განმიცხადებია და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, შეთანხმების გარეშე განხილვაც კი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, წარმოუდგენელია, იმ საკითხებზე შეთანხმების გარეშე, რომელიც ჩვენ გვაქვს ოპოზიციას, მათ შორის პოლიტპატიმრები და ყველა საკითხი. ოპოზიციაში პოზიციები ყველაფერზე ერთიანი და ერთნაირი არ არის, ვერავინ შეძლებს იმას, რომ თავისი აზრი მოახვიოს სხვას თავს, ჩვენ გვაქვს ჩვენი განრიგი, ყველას აქვს საკუთარი განრიგი, ვინ შლის და ვინ არ შლის, არ ვიცი, საჯაროდ ყველა ამბობს, რომ ყველას უნდა მოლაპარაკება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.