გიორგი ვაშაძე - საუბარი რაიმე კომპრომისზე ჯერ ადრეა, ამ შეხვედრით რომ არ დამთავრდება ყველაფერი, ფაქტია, ეს ილუზია იმედია, არავის აქვს
გიორგი ვაშაძე - საუბარი რაიმე კომპრომისზე ჯერ ადრეა, ამ შეხვედრით რომ არ დამთავრდება ყველაფერი, ფაქტია, ეს ილუზია იმედია, არავის აქვს

საუბარი რაიმე კომპრომისზე ჯერ ადრეა, ამ შეხვედრით რომ არ დამთავრდება ყველაფერი, ეს ფაქტია, ეს ილუზია იმედია, არავის აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იქნება საუბარი.

„ყველაფერს გეტყვით, როცა გამოვალ შეხვედრიდან, ყველაფერი დამოკიდებულია დღევანდელ შეხვედრაზე. გვექნება ბევრ საკითხზე საუბარი, თუმცა რაიმე კომპრომისზე ჯერ ადრეა, ამ შეხვედრით რომ არ დამთავრდება ეს ფაქტია. ეს ილუზია იმედია, არავის აქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებთან ერთად შეხვედრას მართავენ.