გიორგი ვაშაძე - საქართველოს აუცილებლად გავაერთიანებთ და დარწმუნებული ვარ, სოხუმი საქართველოს დედაქალაქი იქნება 
გიორგი ვაშაძე - საქართველოს აუცილებლად გავაერთიანებთ და დარწმუნებული ვარ, სოხუმი საქართველოს დედაქალაქი იქნება 

ჩვენ საქართველოს აუცილებლად გავაერთიანებთ და დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმი საქართველოს დედაქალაქი იქნება, – ამის შესახებ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ამ კედელზე გამოსახული გვარები არის გვარები გმირებისა, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იდეა დგას. მე ერთი რამის მჯერა, მათი სახელი უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენ საქართველოს აუცილებლად გავაერთიანებთ და დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმი საქართველოს დედაქალაქი იქნება. ამას აუცილებლად შევძლებთ. მთავარია, ერთად ვიყოთ. ძალა ერთობაშია და ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ იმ ბოროტებაზე, რომელიც საქართველოს გაძლიერებას ეწინააღმდეგება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.