გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებაში“ გვეუბნებიან, რომ 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის წინააღმდეგი არ არიან და ეს ცვლილება ამოქმედდეს 2024 წლიდან
გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებაში“ გვეუბნებიან, რომ 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის წინააღმდეგი არ არიან და ეს ცვლილება ამოქმედდეს 2024 წლიდან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებსა და ოპოზიციას შორის დახურულ შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის წინააღმდეგი არ არიან.

„გვინდოდა, გაგვეგო, „ქართულ ოცნებას“ რა უნდა საკონსტიტუციო ცვლილებიდან, ეს ჯერ ვერ დავადგინეთ. ამბობენ, 2024 წლიდან ამოქმედდეს 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და 2024-2028 წლებში 2-პროცენტიანი ბარიერი იყოს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვიმსჯელეთ. ბარიერის გარდა, არის რიგგარეშე არჩევნების საკითხიც, რაზეც ვიმსჯელეთ.

პოზიციები არ შეგვიჯერებია, უბრალოდ, გვინდოდა, მოგვესმინა, საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა „ქართულ ოცნებას“, რასაც გვეუბნებიან, 2-პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან და მეორე – ვთქვათ, ეს ცვლილება ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს მაგალითად 2028 წელზეც. მანამდე იყოს 1-პროცენტიანი ბარიერი და 120/30-ზე პრინციპი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.