გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ვაიძულებთ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეცვალოს და სწორად მოიქცეს
გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ვაიძულებთ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეცვალოს და სწორად მოიქცეს

„ქართულ ოცნებას“ ვაიძულებთ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეცვალოს და სწორად მოიქცეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი ვერ გაიზარდა და პარტიული ინტერესებით არის მოტივირებული.

„ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გაიზარდა და პარტიული ინტერესებით არის მოტივირებული. ჩვენ „ქართული ოცნება“ ვაიძულეთ, შარლ მიშელის დოკუმენტზე მოეწერა ხელი. ასევე ვაიძულებთ, მომავალში ეს კანონპროექტი შეცვალოს და სწორად მოიქცეს. ასევე ვაიძულეთ „ნაციონალური მოძრაობა“, პარლამენტში შემოსულიყო. ასევე ვაიძულებთ, ორივე ამ პოლიტიკურ ძალას, გონს მოვიდნენ და სახელმწიფოს ინტერესები დააყენონ წინ. ძალიან ვწუხვარ, რომ არც ერთი ფრაქციის ხელმძღვანელმა პასუხი არ გაგვცა დაზარალებულების კომპენსაციაზე. ვწუხვარ, რომ მათთვის ვიწროპარტიული ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სახელმწიფოსა და დაზარალებულების ინტერესები“, – განაცხადა ვაშაძემ.