გიორგი ვაშაძე - პაატა ბურჭულაძისგან განმარტებას ვითხოვ
გიორგი ვაშაძე - პაატა ბურჭულაძისგან განმარტებას ვითხოვ

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძისგან განმარტებას ითხოვს.

„ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ფაქტი. ვწუხვარ და პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკური აქტივობა და მეორე მხრივ, პუტინის თანდასწრებით სიმღერა ჩემთვის მიუღებელია. ვწუხვარ და ვითხოვ განმარტებას, მათ შორის, მისი მხრიდან, რასთან გვაქვს საქმე”, – აღნიშნა ვაშაძემ.

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში  15 დეკემბერს დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.

დატოვე კომენტარი