გიორგი ვაშაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა და ეს ძალიან სამწუხაროა
გიორგი ვაშაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა და ეს ძალიან სამწუხაროა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას გიორგი ვაშაძე სამწუხარო ფაქტს უწოდებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება, და ეს ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული. ამას თქვენ თვითონ ნახავთ. მათ გატეხეს სიტყვა, მათ დაარღვიეს შეთანხმება, ამის დასტურია სხვა შეთანხმების მონაწილეების განცხადებები. ძალიან ვწუხვარ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.