გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, რომან გოცირიძე გემრიელ ხაჭაპურზე, ხინკალზე დავპატიჟო და ავუხსნა, იქნებ სხვა ამოცანები დაისახოს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის
გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, რომან გოცირიძე გემრიელ ხაჭაპურზე, ხინკალზე დავპატიჟო და ავუხსნა, იქნებ სხვა ამოცანები დაისახოს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„მზად ვარ, რომან გოცირიძე გემრიელ ხაჭაპურსა და ხინკალზე დავპატიჟო და ავუხსნა, იქნებ სხვა ამოცანები დაისახოს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის, გარდა იმისა, რომ მაინცდამაინც რაღაც ამტკიცოს ამ ქვეყანაში, თუმცა რას ამტკიცებს, არ ვიცი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში ოპოზიციის დასუსტება დიდი შეცდომაა.

გოცირიძის შეფასებით, ბოიკოტის რეჟიმი ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“ და არა – ოპოზიციას. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ პარასკევს მთელი ოპოზიცია იქნება პარლამენტში.