გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკების მაგიდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე გამორიცხულია, გიორგი კანდელაკი მხოლოდ დარეგისტრირებული კანონპროექტის შესაძლო მხარდაჭერაზე საუბრობდა
გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკების მაგიდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე გამორიცხულია, გიორგი კანდელაკი მხოლოდ დარეგისტრირებული კანონპროექტის შესაძლო მხარდაჭერაზე საუბრობდა

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისთვის პოლიტპატიმრებისა და პილიტიკური დევნის საკითხები პრინციპულია.

ვაშაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე გამორიცხულია.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებას, ვაშაძე მიიჩნევს, რომ კანდელაკი საუბრობდა ადეკვატური საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, კანონმდებლების მხრიდან დარეგისტრირებული კანონპროექტის მხოლოდ მხარდაჭერაზე და არა იმაზე, რომ ვინმე პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე აპირებს მოლაპარაკების  მეხუთე რაუნდის გამართავს.

„პოლიტპატიმრების საკითხი ხელისუფლების გადასაწყვეტია. ჩემთვის პრინციპულია პოლიტპატიმრები და პოლიტიკური დევნის საკითხი. ამ მხრივ უკვე  სერიოზული მუშაობაა ჩატარებული. რაც შეეხებათ თვითონ პილიტპატიმრებს, ეს მათი გადასაწყვეტია, თვითონ იტყვიან ამ საკითხთან დაკავშირებით. მოლაპარაკების მაგიდა გამორიცხულია პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, მეორე – როგორც ვხვდები, კანდელაკმა თქვა, რომ შეიძლება მხარდაჭერა იყოს კანონმდებლების მხრიდან უბრალოდ დარეგისტრირებულ კანონპროექტზე, ყოველგვარი შეთანხმებისა და მოლაპარაკების გარეშე, თუ ადეკვატური საარჩევნო სისტემა იქნება და არა ის, რომ ვინმე აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ოფიციალური მეხუთე რაუნდის გამართავს, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 130/20-ზე პროპორციულობის პრინციპს თუ დაეთანხმება, პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან ოპოზიციას, რომ მას დათანხმდეს.

დატოვე კომენტარი