გიორგი ვაშაძე - მჯერა, აღმშენებლობის გზა არის ის გზა, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს და თითოეულ მოქალაქეს მისცემს საკუთარ ადგილს ერთიან საქართველოში
გიორგი ვაშაძე - მჯერა, აღმშენებლობის გზა არის ის გზა, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს და თითოეულ მოქალაქეს მისცემს საკუთარ ადგილს ერთიან საქართველოში

მჯერა, აღმშენებლობის გზა არის ის გზა, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს და თითოეულ მოქალაქეს მისცემს საკუთარ ძლიერ ადგილს ერთიან, ძლიერ საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. ვაშაძემ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეს არის მიზანი, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ გზა აქეთ გადის გაჭირვების დამარცხებაზე, ეკონომიკურ გაძლიერებაზე, პატივისცემაზე იმ გმირებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას და პატივისცემა ყველა ვეტერანის მიმართ, ვინც იბრძოდა და იცავდა ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთ. მჯერა, რომ აღმშენებლობის გზა არის ის გზა, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს და თითოეულ მოქალაქეს მისცემს საკუთარ ძლიერ ადგილს ერთიან, ძლიერ საქართველოში“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.