გიორგი ვაშაძე - მივმართავ „ქართულ ოცნებას“, არ გამოგივათ ტყუილები და თაღლითობა, რასაც საარჩევნო საკითხებზე ეწევით, შეასრულეთ შეთანხმება, რომელიც 8 მარტს გავაფორმეთ
გიორგი ვაშაძე - მივმართავ „ქართულ ოცნებას“, არ გამოგივათ ტყუილები და თაღლითობა, რასაც საარჩევნო საკითხებზე ეწევით, შეასრულეთ შეთანხმება, რომელიც 8 მარტს გავაფორმეთ

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მათი აქტიური ჩართულობა საქართველოში პროცესების სწორი მიმართულებით სვლისთვის მნიშვნელოვანია.

ამასთან, გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ვერ იმოქმედებენ.

გიორგი ვაშაძე მმართველ პარტიას ე.წ. 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტიორებს ქართული დემოკრატიის ასეთი მხარდაჭერისთვის, რადგან მათი წვლილი, მათი აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელივანია სწორი მიმართულებით სვლისთვის.

მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“, არ გამოგივათ რუსული ე.წ. სუვერენული, დემოკრატიის გზით სვლა, არ გამოგივათ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ სვლა, არ გამოგივათ ის ტყუილები და თაღლითობა, რასაც თქვენ ეწევით ახლა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.

თქვენი იმიჯი, თქვენი სახე თავიდან ბოლომდე იცის ცივილიზებულმა სამყარომ. ჩვენ ევროკავშირი და აშშ ყოველთვის მხარს დაგვიჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით და ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ნების თავისუფალ, დემოკრატიულ განვითარებას. არ გეგონოთ, რომ თქვენი ქმედებებით თქვენ შეცვლით  ამ მიმართულებას.

ყველა ხელისუფლებამ, ვინც სცადა საქართველოში დემოკრატიის ხელყოფა, კრახით დაამთავრა და კრახით დაამთავრებს აუცილებლად მომავალში, განწირულია თქვენი ნაბიჯები რუსული ე.წ. სუვერენული დემოკრატიის გზით სვლისთვის.

დამერწმუნეთ, ამას არ დაუშვებს არც საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო და პირველ რიგში ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი.

ასე რომ შეასრულეთ შეთანხმება, რომელიც 8 მარტს გავაფორმეთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან არჩილ თალაკვაძეს და ირაკლი კობახიძეს მიმართა: „ნუთუ, არ გრცხვენიათ, რომ მოლაპარაკებებზე ერთს საუბრობთ, როცა კამერები არ არის, ერთს ლაპარაკობთ, გამოდიხართ და ცრუობთ, იტყუებით. ელემენტარული მორალი მაინც ხომ უნდა გქონდეთ? რა არის ამ თანამდებობებზე ასე ჩაბღაუჭება? ასე შეიძლება გეშინოდეს ადამიანს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების? შეიძლება სახელმწიფო ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო? მინდა, მივმართო მოსახლეობას , ვიყოთ ერთიანები, ძლიერები და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ყელმოღერებულები საუბრობდნენ გუშინ, დღეს რატომ დაიმალა კობახიძე და თალაკვაძე? რატომ არსად არ ჩანან? რატომ არ გააკეთეს ბრიფინგები მაშინვე მყისიერად ისევე როგორც გუშინ გამოხტნენ? იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და შეთანხმების შესრულება მოუწევთ. მართლა მათზეა ნათქვამი, თაგვმა თხრა თხარაო და კატა გამოთხრაო.

ის, რაც გუშინ სენატორმა რიშმა განაცხადა, თავის იფიციალურ სენატის ტვიტერზე რაც დაიდო, ასეთი განცადება არ ყოფილა, პირველად აშშ-ის საგარო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი პირდაპირ მიუთითებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლიბაზე, ხომ თქვეს გუშინ, რომ გვითხარით, თუ ამაზე იყო შეთანხება? აი, უთხრეს, რომ – დიახ, ამაზე იყო შეთანხება. დამთავრდა, ახლა შესრულების დრო რჩება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძმ.