გიორგი ვაშაძე - მივესალმები ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან კონკრეტულ ქმედებებს და ნაბიჯებს, ყველას აქვს საკუთარი ხედვა, ყველა ფლანგიდან უნდა შევუტიოთ მატყუარა „ოცნების“ პარტიას
გიორგი ვაშაძე - მივესალმები ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან კონკრეტულ ქმედებებს და ნაბიჯებს, ყველას აქვს საკუთარი ხედვა, ყველა ფლანგიდან უნდა შევუტიოთ მატყუარა „ოცნების“ პარტიას

მივესალმები ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან კონკრეტულ ქმედებებს და ნაბიჯებს. ყველას აქვს საკუთარი ხედვა. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, სხვა პარტიებს აქვთ საკუთარი სტრატეგიები. ყველა ფლანგიდან უნდა შევუტიოთ მატყუარა „ოცნების“ პარტიას, რომელიც გვართმევს საქართველოს განვითარების პერსპექტივას და ნორმალური ცხოვრების პირობებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჩავიდა უკრაინაში საქართველოს პარლამენტის სახელით, ოპოზიციის იძულებით.

„ვისაც რა ნაბიჯები უნდა, გადადგას, რადგან საერთო მიზანი არის მატყუარა „ოცნების“ პარტია ჩამოვაშოროთ ხელისუფლების მმართველობას. საქართველოს პარლამენტის სახელით ოპოზიციის იძულებით „ქართული ოცნება“ ჩავიდა უკრაინაში და იმედი მაქვს, ამის მერე არამხოლოდ ჩავა, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რომ დალაგდეს ურთიერთობა. ჩემთვის ადამიანურად ძალიან მძიმეა ვუყურო იმას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის საპატიმრო დაწესებულებაში. თანამედროვე დემოკრატიების ტესტია, მყარი მტკიცებულებები არსებობდეს დაპატიმრებული ადამიანისთვის. ვწუხვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მატყუარა „ოცნებების“ პარტია ჯერჯერობით არაფერს გააკეთებს, არ გადადგამს ნაბიჯს მისი მისი გათავისუფლებისთვის ან რაიმე დეესკალაციისთვის ამ დიდი გამოწვევების დროსაც კი. ვნახოთ დაველოდოთ. ჩვენ ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით“, – განაცხადა ვაშაძემ.