გიორგი ვაშაძე - მინდა, ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდო, არ ვწვდეთ ყელში „რესპუბლიკურ პარტიას“, მან საკუთარი აზრი თქვა
გიორგი ვაშაძე - მინდა, ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდო, არ ვწვდეთ ყელში „რესპუბლიკურ პარტიას“, მან საკუთარი აზრი თქვა

მინდა, ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდო, არ ვწვდეთ ყელში „რესპუბლიკურ პარტიას“, მან საკუთარი აზრი თქვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უბარიერო პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტის დარეგისტრირების საკითხი გამორიცხა და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გამოთქმული ინიციატივისკენ გზა მოჭრა.

„მგონი, ეს საკითხი დაიხურა, რადგან თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ მსგავსი რამ გამორიცხა, ისინი არ არიან თანახმა. მეორეც, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება თავიანთი აზრი ჰქონდეთ. მე მინდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდო, რომ არ უნდა მივახტეთ ამ ხალხს, ყელში არ ვწვდეთ და არ ვუთხრათ: „ეს როგორ გაბედე“. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ თავისი აზრი თქვა, ეს საკითხი საერთო ფორმატში არ განხილულა. შესაბამისად, ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე. დანარჩენი „ქართულმა ოცნებამ“ იმთავითვე მოჭრა გზა იმ მიმართულებისკენ, რაც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ თქვა, ანუ შეთანხმება არ უნდათ. მათ უნდათ, სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრონ“, – განაცხადა ვაშაძემ.