გიორგი ვაშაძე - მე, როგორც ჩემს ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი, ვერ დავეთანხმებოდი პოლიტიკური მძევლების დატოვებას და ვერც ჩანაწერის არარსებობას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით
გიორგი ვაშაძე - მე, როგორც ჩემს ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი, ვერ დავეთანხმებოდი პოლიტიკური მძევლების დატოვებას და ვერც ჩანაწერის არარსებობას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს გადაწყვიტა, რომ მძევლად დაიტოვოს ორიდან ერთი ადამიანი და არანაირი ჩანაწერი არ ყოფილიყო ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე იგრძნობოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან ნულოვანი სახელმწიფოებრივი პოზიცია.

„ქვეყანას მართავს არა ადამიანები, ვისაც რამე უნდათ გააკეთოს ქვეყანაში, არამედ ჩვეულებრივი კორუმპირებული მძარცველები, რომელსაც უნდათ, ერთადერთი რამ, შეინარჩუნონ ხელისუფლება. სამ საკითხს, რომელიც გამოქვეყნდა დოკუმენტში მზად ვარ, დღესვე ხელი მოვაწერო, მაგრამ ორი საკითხი, რომელიც მანდატით იყო განსაზღვრული, რომელიც ჩვენ ისევე, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ გადავეცით მედიაციის მხარეს, ამ ორ საკითხზე არ არის შეთანხმება. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს გადაწყვიტა, რომ მძევლად დაიტოვოს ორიდან ერთი ადამიანი და „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ საერთოდ თავის გაცემულ პირობაზე თქვან უარი და არანაირი ჩანაწერი არ ყოფილიყო ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მათ გადაწყვიტეს, რომ ფარსად აქციონ საარჩევნო რეფორმა. ზედაპირულად წარმოგვიდგინონ სასამართლო რეფორმა და უბრალოდ მოგვცენ რაღაც თანამდებობები პარლამენტში და ამით ეგონათ, რომ ვინმე ოპოზიციიდან დათანხმდებოდა. მე, როგორც ჩემს ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მძევლების დატოვებას ვერ დავეთანხმებოდი, მე ეს საჯაროდ მაქვს გაცხადებული და ამ მედიაციიდან სწორედ ამას ველოდები, რომ პოლიტიკური მძევლები აღარ იქნება ქვეყანაში. ასევე ვერ დავეთანხმებოდი ვერც ერთ შემთხვევაში ჩანაწერის არ არსებობას არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ მოლაპარაკებების დასაწყისშივე ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოვთქვით თანხმობა, რომ რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით უნდა შევთანხმებულიყავით ამ დოკუმენტში. სამწუხაროდ ისე გამოქვეყნდა ეს დოკუმენტი, მედიატორებმა ვერ თქვეს, რომ ეს არის საბოლოო დოკუმენტი“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, არჩევნების საკითხი რომ უნდა იყოს ამ დოკუმენტში, ამაზე შარლ მიშელის თანდასწრებით მოხდა შეთანხმება, როგორც ოპოზიციური პარტიებს, ასევე „ქართული ოცნებას“ შორის.

„რატომ არ თქვა დღეს მედიატორმა, რომ ეს არის საბოლოო დოკუმენტი, რადგან არ არის გადაწყვეტილი ეს საკითხ, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო. რაც შეეხება რურუასთან დაკავშირებით, ძალიან მარტივად გეტყვით, დიახაც, რურუას საქმე არის პოლიტიკასთან კავშირში. რვა მარტს უნდა ყოფილიყო ის განთავისუფლებული, დღემდე არის საპატიმროში და ჩვენ პოლიტიკურ პატიმარს არ დავტოვებთ, ეს მორალური საკითხია. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არც ერთ პუნქტს ამ დოკუმენტში არ ეთანხმებოდა, მათ შორის არ ეთანხმებოდა ცესკო-ს ცვლილებებს, რომელიც არის გამოქვეყნებული და საარჩევნო კომისიის ცვლილებებს, მათ შორის არ ეთანხმებოდა პროკურორის დანიშვნის ახალ წესს, არ ეთანხმებოდა ძალაუფლების განაწილების ნაწილს, ანუ არც ერთ ამ საკითხს არ ეთანხმებოდა. ჩვენ სამივე ამ პუნქტში რაც არის ჩამოთვლილი, ყველაფერს ვეთანხმებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.